უკრაინაში სიტუაცია კვლავ დაიძაბა, აღმოსავლეთ უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში სამი სამხედრეო მოსამსახურე დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას დონბასში უკრაინელი სამხედრო ოპერაციის შტაბის პრესსამსახური არცელებს.
მათი ინფორმაციით, გარდა ამისა, გასული 24 საათის განმავლობაში 20 ადამიანი დაშავდა, ხოლო ოთხმა ტრავმა მიიღო. დონეცკში საბრძოლო მოქმედებები 29 იანვრიდან გაგრძელდა.
30 იანვარს, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კონფლიქტის ზონაში ხუთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 13 დაიჭრა.
სააგეტო „ინტერფაქსის“ ცნობით, თვითგამოცხადებული “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 29 და 30 იანვარს 78 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს და 76 დაშავდა.
ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ბერლინში ვიზიტი შეწყვიტა.