ბიზნესი საგადასახადო რისკების გარეშე – ეს საბუღალტრო, საკონსულტაციო და იურიდიული კომპანია „კრეატივ ბალანსის“ დევიზია, რომელიც ბაზარზე 2012 წლიდან არსებობს. ის მაღალხარისხიანი, სრულყოფილი, პროფესიონალური და კვალიფიციური მომსახურების ხარჯზე წარმატებულად მოღვაწეობს საქართველოს საფინანსო და იურიდიული მომსახურების ბაზარზე.
რა არის ამ კომპანიის წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი? ეს არის შედეგზე ორიენტირებულ და მიზანსწრაფულ სპეციალისტთა გუნდი და მომსახურების მაღალ სტანდარტებზე სწორი აქცენტების გაკეთების უნარი. როგორც კომპანიის დირექტორი, თამარ ეხვაია “მეტრონომთან” აცხადებს, კომპანია მეგობრული მიდგომებით გამოირჩევა:
“ჩვენთან ამ ეტაპზე დასაქმებულია 7 ადამიანი. ორგანიზაციის მთავარ ღირებულებას პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი ერთგულება წარმოადგენს. თითოეული მეწარმე და ორგანიზაცია კი ჩვენი დიდი ოჯახის წევრია-სწორედ ამაშია საიდუმლო, რაც გამოგვარჩევს სხვებისაგან”-აცხადებს თამარ ეხვაია.
კომპანიაში დასაქმებული ბუღალტრები და იურისტები უკვე 10-12 წელია წარმატებულად მოღვაწეობენ და აქვთ მდიდარი გამოცდილება. ორგანიზაციის მთავარ ღირებულებას პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი ერთგულება წარმოადგენს. სწორედ ამის დამსახურებაა საზოგადოებაში კომპანიის რეიტინგი და ნდობის მაღალი მაჩვენებელი, რაც დაადასტურა კიდეც ინტერნეტ-გაზეთ „მეტრონომის“ მიერ, 1 000 ორგანიზაციაში ჩატარებულმა კვლევამ. კვლევის მიხედვით, „კრეატივ ბალანსი“ საქართველოში მოქმედ აუდიტორულ და ბუღალტრულ კომპანიებს შორის საუკეთესო ათეულში მოხვდა.
რა არის ბიზნესის წარმატების გარანტი? – ხარჯების ეკონომია და რისკების დაზღვევა. ეს კი „კრეატივ ბალანსში“ დანერგილი სამუშაო სტრუქტურის შედეგად ხორციელდება. კომპანია ამას პროფესიონალი ბუღალტრებისა და იურისტების კომპლექსურად მუშაობის შედეგად აღწევს. უფრო მეტიც, „კრეატივ ბალანსი“ კლიენტებს დაზღვევას სთავაზობს, რაც კომპანიის პასუხისმგებლობას გულისხმობს შესაძლო შეცდომის შემთხვევაში.
„კრეატივ ბალანსი“ გთავაზობთ:
საბუღალტრო აღრიცხვის მოქნილ სისტემას, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია ორგანიზაციაზე და ითვალისწინებს მის მოცულობას, სირთულესა და სპეციფიკას:
საბუღალტრო აღრიცხვის დისტანციურ წარმოებას ;
საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებას ადგილზე;
ბუღალტრული აღრიცხვის აღდგენას;
მომსახურება მოიცავს :
კომპანიის ბუღალტრულ აღრიცხვაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და პოლიტიკის განსაზღვრას;
პირველადი დოკუმენტების შემოწმებას სისრულესა და საგადასახადო მოთხოვნებთან შესაბამისობაზე;
საგადასახადო დეკლარაციების და ფორმების მომზადებასა და წარდგენას შემოსავლების სამსახურში;
დამკვეთის მიერ გადასახდელი გადასახადების კალკულაციასა და დამკვეთის ინფორმირებას;
კომპანიის ანგარიშების დისტანციურ მართვასა და ბანკთან ურთიერთობას;
პირველადი დოკუმენტების აღრიცხვას კომპიუტერულ საბუღალტრო პროგრამაში (ORIS, INFO, FINA, C1);
ფინანსური ანგარიშგების მომზადებას (მოგება-ზარალი, ბალანსი, CASH FLOW);
კომპანია ასევე გვთავაზობს იურიდიულ მომსახურებას, რაც საკუთარი ინტერესების დაცვისათვის, კერძო საკუთრებისა და საბაზრო ეკონომიკის პირობებში, აუცილებელია.
მომსახურება მოიცავს:
სამოქალაქო სამართალი; (უძრავი ქონების პრივატიზაცია, სახელშეკრულებო ურთიერთობების რეგულირება);
სამეწარმეო სამართალი;
შრომის სამართალი;
ადმინისტრაციული სამართალი;
სისხლის სამართალი;
კონსულტაცია – თქვენთვის საინტერესო საკითხების განმარტება, თქვენს წინაშე არსებული პრობლემის იდენტიფიცირება და სამართლებრივი გზით მოგვარების საშუალებების შეთავაზება;
დოკუმენტების მომზადება – თქვენზე ორიენტირებული და თქვენს მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მორგებული ხელშეკრულებების მომზადება, მოწოდებული ხელშეკრულებების რევიზია (რამდენად შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს) და იურიდიულიად გამართული კორესპოდნეციის მომზადება.
მოლაპარაკებებში მონაწილების მიღება – როდესაც მიმდინარეობს იურიდიულ პირებს შორის, ან იურიდიულ და ფიზიკურ პირს შორის მოლაპარაკება მნიშვნელოვან საკითხზე, სადაც და მოლაპარაკებების დროს შეიძლება დაისვას იურიდიული პრობლემები. ამ პრობლემების გადასაწყვეტად სამართლებრივი გზების გამონახვის, მოლაპარაკებებისას მიღებული გადაწყვეტილებების კანონმდებლობასთან შედარების, იმის გასარკვევად მოწინააღმდეგე მხარე იურიდიული ნიუანსების გამოყენებით ხომ არ აპირებს დამკვეთის მოტყუებას და სხვა მსგავსი საკითხებისათვის მოლაპარაკებებში მონაწილეობა, დამკვეთის დაცვის მიზნით
სასამართლო წარმომადგენლობა/საადვოკატო მომსახურება – თქვენი ინტერესების დაცვა სასამართლოში არსებულ სამოქალაქო დავებზე, მათ შორის არბიტრაჟებში. მოიცავს როგორც თქვენი მოთხოვნის შესაბამისად სარჩელის მომზადებას და სასამართლოში შეტანას, ასევე თქვენი ინტერესების დაცვას, თუ თქვენ წინააღმდეგ არის სარჩელი შეტანილი.
ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული საბუღალტრო, საკონსულტაციო და იურიდიული კომპანია „კრეატივ ბალანსის“ მომსახურება ყველასთვის ხელმისაწვდომია. სერვისის ფასი საბუღალტრო განხრით (ფულად-სასაქონლო ბრუნვა წლიური შემოსავლების მიხედვით 0-15 000 ლარამდე ) 300 ლარიდან, ხოლო იურიდიული მომსახურება- 250 ლარიდან იწყება.
კომპანია თბილისში, აგლაძის 15-ში მდებარეობს. კერძოდ, სავაჭრო ცენტრ „მეგალაინის“ ბიზნეს ცენტრის მე-3 სართულზე, ოთახი 8.
საკონტაქტო ნომრებია: 557200682; 595772180.
Facebook: შპს-საბუღალტრო-საკონსულტაციო-კომპანია-კრეატივ-ბალანსი.