ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება სამართალი

6 მილიონად დაზღვეული შენობა: “მეტრონომი” ბავშვთა სამყაროს დირექტორს დაუკავშირდა (ვიდეო)

https://www.youtube.com/watch?v=1QUiZFsAZAI

“ბავშვთა სამყაროს” ხელმძღვანელი გიორგი მაჭავარიანი “მეტრონომთან” საუბარში მოვაჭრეების ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მათ ობიექტი არც გაუყიდიათ და არც გასაყიდად აქვთ გატანილი. მისი თქმით, აბსურდია ასევე ის ბრალდებაც, რომ სავაჭრო ცენტრის შესყიდვით “კარფური” ან “ელიტ ელექტრონიქსი” ყოფილიყო დაინტერესებული. მაჭავარიიანის ინფორმაციით, მათ პირიქით ობიექტის გაკეთება და გაუმჯობესება სურდათ.  ის ამბობს, რომ სავაჭრო ცენტრი 6 მილიონად არის დაზღვეული. ხოლო  მომხდარ ფაქტს უბედურ შემთხვევად აფასებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისში სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე „ბავშვთა სამყაროს“ შენობა და ახლოს მდებარე სავაჭრო ზონა  მთლიანად დაიწვა. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, ცეცხლი ღამით გაჩნდა. ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია, მაგრამ სახანძრო ბრიგადები ადგილზე რჩებიან. მოვაჭრეების განცხადებით, უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ასევე დაუდგენელია ზარალი, თუმცა, სავარაუდოდ მისი ოდენობა დიდია.

ბოლო ინფორმაციით, ღია ცეცხლი იყო და დამწვარია 13 ათასი კვადრატული მეტრის ფართობი. როგორც თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, მომხდარზე პასუხისმგებლობა ბაზრობის ადმინისტრაციას ეკისრება.ადგილზე, მოვაჭრეების ნაწილი ვარაუდობს, რომ ცეცხლი განზრახ არის გაჩენილი. ერთ-ერთი მოვაჭრე ამბობს, რომ ადგილზე “კარფურის” მსგავსი ცენტრი უნდა აშენებულიყო. მისივე ინფორმაციით, აუქციონზე იყო ტერიტორია გატანილი და გაიყიდა.

შსს-მ გამოძიება 187-ე მუხლით გამოძიება დაიწყო. შსს-ს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი, თეა პერტაია სოციალურ ქსელში წერს:

“შეტყობინებიდან 5-6 წუთში მეხანძრეები ადგილზე იყვნენ, მობილიზებული იყო 31 სახანძრო ბრიგადა, ხანძარი ლოკალიზებულია, დაშავებულია 1 მეხანძრე, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები , (სსკ-ის 187-ე მუხლი)”- წერს პერტაია.

https://www.youtube.com/watch?v=Nol8O-xkqDQ

იტვირთბა....