რიგით 65-ე “მის სამყაროს” ტიტულის მფლობელი ფრანგი ლამაზმანი 24 წლის ირის მიტენერი გახდა.
სილამაზის კონკურსის ფინალი უკვე მესამედ ჩატარდა ფილიპინების დედაქალაქ მანილაში და მასში 86 კონკურსანტი მონაწილეობდა. შოუ სამ საათს გაგრძელდა. მეორე და მესამე ადგილის მფლობელები მის ჰაიტი და მის კოლუმბია გახდნენ.
კონკურსის გამარჯვებული პროფესიით სტომატოლოგია, თუმცა ასევე გატაცებულია ექსტრემალური სპორტით, მოგზაურობითა და ფრანგული სამზარეულოთი.