ინტენსიურმა თოვამ გურჯაანის რაიონის რამდენიმე სოფელში გადაადგილების პრობლემები შექმნა. მაღალმთიან სოფლებში ზიარში, ფხოველსა და ჭერემში უკვე მეორე დღეა სატრანსპორტო მიმოსვლა შეფერხებულია. ცენტრალურ გზებზე გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტითა არის შესაძლებელი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ გაუკვალავი გზის გამო, რაიონულ ცენტრს ვერ უკავშირდებიან, რაც საყოფაცხოვრებო პრობლემებს ქმნის.
გურჯაანის მნუნიციპალიტეტის გამგეობაში ვარაუდობენ, რომ ტექნიკური მარილის დაყრა ხვალიდან დაიწყება. მათივე თქმით, სპეცტექნიკის შეყვანას სოფლებში მაღალი თოვლის საფარი ართულებს.