ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზუგდიდში დევნილები საყოფაცხოვრებო პირობებს აპროტესტებენ და შიმშილობენ

ზუგდიდში მეოთხე დღეა დევნილები შიმშილობენ და საყოფაცხოვრებო პირობებს აპროტესტებენ. ისინი ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, მიუხედავად გაუსაძლისი პირობებისა, მათ საცხოვრებელი ბინების მისაღებად საკმარისი ქულები ვერ მიიღეს და ქულების გადამოწმებას ითხოვენ. ისინი 45 ლარიანი დახმარების მოხსნასაც აპროტესტებენ და დევნილთა მინისტრის გადადგომას მოითხოვენ. მათი პირობების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ისინი პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავენ. სამინისტროდან ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ.

 

იტვირთბა....