ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის შედეგი – ირანელი რეჟისორი ოსკარის დაჯილდოების ცერემონიას ვერ ესწრება

 

დონალდ ტრამპის  საიმიგრაციო პოლიტიკის პირველი შედეგი, ირანელი რეჟისორი ასგარ ფარჰადი ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრებას ვერ შეძლებს.

რეჟისორის ახალი ნამუშევარი ამერიკის უმაღლეს კინოაკადემიაზეა წარდგენილი, თუმცა ტრამპის მიერ საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების გამო მას და გადამღებ ჯგუფს შეერთებულ შტატებში არ შეუშვებენ.

შექმნილი ვითარების გამო, უმაღლესმა კინოაკადემიამ შეშფოთება უკვე გამოთქვა. ტრამპის გადაწყვეტილებას “რასისტული” უწოდა ფილმის მთავარი როლის შემსრულებელმა, ირანელმა მსახიობმა ტარანე ალიდუსტიმ და აღნიშნა, რომ შოუს პროტესტის ნიშნად არ დაესწრება. ოსკარის რიგით 89-ე დაჯილდოების ცერემონია 26 თებერვალს გაიმართება.

იტვირთბა....