ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რაზე ისაუბრეს პუტინმა და ტრამპმა

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. მათი განცხადებით,  სატელეფონო საუბრისას ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მათ ყველა საკითხთან დაკავშირებით, პირადი რეგულარული კონტაქტი ექნებათ.

„ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი შეთანხმდნენ დავალება მისცენ თავიანთი გუნდის წევრებს შეიმუშავონ პირადი შეხვედრის შესაძლო ვადები და ადგილი“, – ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მხარეებმა  აქტუალური საერთაშორისო პრობლემები განიხილეს, მათ შორის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაცია, ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ შექმნილი ვითარება. ასევე,  უკრაინაში კრიზისის ძირითად ასპექტებს შეეხნენ.

კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ აღნიშნულ და სხვა საკითხებზე ჩამოაყალიბონ  თანამშრომლობა. ამავდროულად პრიორიტეტად მთავარი და საერთო საფრთხის ირგვლივ გაერთიანება გამოკივეთა. ისინი შეთანხმდნენ, რომ ტერორიზმს ერთიანი ძალებით შეებრძოლონ.

კრემლის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა მხარი დაუჭირეს რუსეთისა და ამერიკის ქმედებების რეალურ კოორდინაციას „ისლამური სახელმწიფოს“ და სირიაში სხვა ტერორისტული ორგანიზაციების განადგურების მიზნით.

იტვირთბა....