გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით , ხვალ აჭარაში ქარბუქია მოსალოდნელი, რაც სანაპირო ზოლში შტორმს გამოიწვევს. სანაპიროზე 4-5 ბალამდე შტორმს ელიან, რაც ხანგრძლივი თოვის და ქარის მიზეზია.
„ხვალ სანაპირო ზოლსა და მაღალმთიან აჭარაში თოვა და ქარბუქია მოსალოდნელი, მთებში კი – ზვავსაშიშროებაა. პერიოდულად, გაძლიერდება დასავლეთის ქარი 12-17 მეტრი წამში. უამინდობა აჭარაში თვის ბოლომდე გაგრძელდება. ამ დროისათვის ბათუმში თოვს“ – აცხადებს სინოპტიკოსი მავილე ბერიძე.