„თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, დედაქალაქში მოსული თოვლის გამო, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
„თბილსერვის ჯგუფი“ თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე დილის 6 საათიდან მუშაობს. მათ დილიდან გზები გაწმინდეს და ტექნიკური მარილი დაყარეს.
ამ დროისთვის, თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად მიმდინარეობს, ხოლო ქალაქის სხვადასხვა უბანში გზის გაწმენდითი სამუშაოები საჭიროების შემთხვევაში დაიწყება და შესაბამისად, დაიყრება ტექნიკური მარილიც“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
„თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს, შეფერხების შემთხვევაში, დარეკონ ცხელ ხაზზე: 2619050.