ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უამინდობა და ყინვები საქართველოში-სინოპტიკოსების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის სვეტლანა ნიორაძეს განცხადებით

29 იანვარს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ითოვებს, მაღალმთაში კი ქარბუქია მოსალოდნელი.

მისი თქმით, დღეს, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში თოვს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა თბილისში დღისით 0 გრადუსია.

დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 2-4 გრადუსი; მთიან რაიონებში დღისით – -6-1 გრადუსი; მაღალმთიან რაიონებში დღისით -7;-2 გრადუსია.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღეს -2;+3; მთიან რაიონებში დღისით – -6-1; მაღალმთიან რაიონებში დღისით -10;-5.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, მათ შორის თბილისში, იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან 17-22 მეტრი წამში.

29 იანვარს დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით -1;+4 და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში – -3;+2 გრადუსი იქნება.

31 იანვარს ღამით კი ქვეყნის უმეტეს რაიონებში ღამით ყინვა გაძლიერდება. საქართველოში ცივი ამინდი 1 თებერვლამდე შენარჩუნდება.

 

იტვირთბა....