aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება სამართალი

სასტუმრო, რომელიც ბიზნესმენმა შეისყიდა, ისევ აუქციონზე გააქვთ: რა ხდება ოზურგეთში

aviabiletebi
ავიაბილეთები

სასტუმრო “გურიას“ შენობა, რომელიც აუქციონის წესით, ბიზნესმენმა ზურაბ ჩხაიძემ შეიძინა, აუქციონზე ხელახლა უნდა გაიტანონ.-ამის შესახებ მასალას “გურიის მოამბე” ავრცელებს.

სტატიაში ნათქვამია:

“როგორც ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, მერაბ წივწივაძემ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატებთან სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ჩხაიძეს შენობა ჩამოერთვა:

„ჩამოერთვა მფლობელს (ზ. ჩხაიძეს) ეს შენობა (სასტუმრო “გურია”) და ისევ გამოვაცხადებთ აუქციონს. ჩხაიძის მიერ აუქციონზე გადახდილ თანხა 100 ათასი აშშ დოლარი მას უკან არ დაუბრუდება და შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, ჯარიმის სახით დაეკისრება 94 ათასი ლარის გადახდა“-თქვა წივწივაძემ.

„გურიის მოამბე“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბიზნესმენ ზურაბ ჩხაიძეს დაუკავშირდა:

„ქალაქის მერია გასულია მომსახურეობის ზონიდან, სხვა რა უნდა გითხრათ?! ვის აქვს უფლება აუქციონი ხელახლა გამოაცხადოს და უკანონობა ჩაიდინოს? რას ნიშნავს ხელახალი აუქციონი? ეს ყველაფერი წყდება სასამართლოს გზით და მე ბოლომდე ვაპირებ დავიცვა ჩემი ინტერესები. მართალი გითხრათ, არაფერი არ გამკვირვებია, მით უფრო იმის შემდეგ, რაც ჩვენს მეუფეს აკადრეს. მიმოწერა იყო ერთი კვირის განმავლობაში მერიის წარმომადგენელსა და ჩვენს იურიდიულ სამსახურს შორის, ვიცოდი, ისინი გვედავებოდნენ, თითქოსდა შეუსრულებელი ვალდებულებების გამო. იმას ამბობს ვინმე, ხელი რამ შეგვიშალა? არსად, არასოდეს პრობლემა მე არ მქონია აღებული ვალდებულების შესრულებაზე. ეს მხოლოდ ოზურგეთში მოხდა. ეს არის ხალხის შეცდომაც სხვათა შორის, სწორი არჩევანის გაკეთება რომ ვერ ისწავლეს. ამდენი ხანია ვამბობ, რომ მოაწესრიგონ ტექნიკური პრობლემები, რომლის შესახებ მე არაფერი ვიცოდი და ერთ კვირაში დავიწყებ რესტავრაციას. ამაზე არავინ არ საუბრობს“?

თუ რა ტექნიკურ პრობლემებზეა საუბარი, რამაც ინვესტორს ხელი შეუშალა 8 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებაში და ფიქრობს, თუ არა რომ, ეს ყველაფერი წინასწარ იყო გათვლილი კონკრეტული პირების პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, ამ შეკითხვაზე ჩხაიძე „გურიის მოამბეს“ შემდეგს პასუხობს:

„გიმეორებთ, სასტუმრო „გურიას“ ყოფილი შენობის რესტავრაციას დავიწყებდი ზუსტად ერთ კვირაში, მას შემდეგ, რაც მოგვარდებოდა ის პრობლემები, რაც არსებობდა. ტექნიკურ პრობლემებს დავარქმევ ამას. ნებსით მოხდა თუ უნებლიეთ, არ ვიცი მაგრამ, აუქციონზე ძველი პასპორტით მოხდა ამ შენობის გამოტანა, სადაც არ ფიქსირდებოდა ის, რაც ჩვენ მას შემდეგ გავარკვიეთ, რაც საქმეში ჩავრთეთ დიზაინერები და ტექნიკური სამსახური. აუქციონზე მე შევისყიდე ის ფართები, რაც თურმე უკვე გაცემული იყო იჯარით. ეს დამიმალეს. აქ პირობა ჩემი მხრიდან კი არა, მერიის მხრიდანაა დარღვეული და შეუსრულებელი. მე ვიცოდი, რომ პირველ სართულზე გაცემული იყო ფართები, არ ვიცოდი, რომ ასეთი პრობლემები არსებობდა მეორე სართულზეც, რომ იჯარით გაცემული იყო სარდაფიც.

იყო ასეთი შემთხვევაც, რომ ერთ-ერთ პირს, იჯარით აღებული ფართი ჩადებული ჰქონდა ბანკში, რომელმაც გამოიტანა ის გასაყიდად აუქციონზე. ესეც დროულად გავიგეთ და შევისყიდეთ ის ნაწილი. ჩვენ ყველაფერი მზად გვაქვს, პროექტით დაახლოებით 6-8 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს, უნდა გაკეთდეს საოფისე ფართები, რისი პრობლემაც დღეს რეალურად არის ოზურგეთში, იქნება სასტუმრო, საკონფერენციო დარბაზი. ეს იქნება შ.პ.ს „გურია პალასი“, სადაც ასევე იმოქმედებს ტურისტული კომპანიები, რომლებიც გურიის ტურიზმის განვითარების კუთხით იმუშავებს.

მე ვესაუბრე ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლესაც, შეხვედრა მქონდა ყველა იმ პირთან, ვის კომპეტენციაშიც ასეთი საკითხები შედის. ვერ გავარკვიე ოზურგეთში ვის რა ინტერესი უნდა ჰქონდეს იმის, რომ შეფერხებულია შენობის რესტავრაცია. მართალი გითხრათ, არც ერთ სხვა მუნიციპალიტეტსა თუ ქალაქში, სადაც ჩვენ ინვესტიციის ჩადება მოვინდომეთ, პრობლემა არ შეგვქმნია, გამგებლებია, საკრებულოები თუ მერი, ყველა ცდილობს ამაში ხელი შეგვიწყოს. წესით, ოზურგეთის მერიასაც უნდა ჰქონდეს იმის მონდომება და ინტერესი, რომ ამ ქალაქში რაღაც გაკეთდეს, საერთოდ 10-15 წლის რომ ეს შენობა ასე ნაწილ-ნაწილ დააქუცმაცეს, იმიტომ გვაქვს დღეს ეს პრობლემა.

რაც ხდებოდა შენობის პირველ სართულზე ვიცოდი, მაგრამ დანარჩენზე ინფორმაცია მე არ მქონდა, ამას გინდათ ნებსით დარქვით გინდათ უნებლიედ გაკეთებული. ყველა ქალაქში ადგილობრივი ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული ინვესტორების მოზიდვით, ჯერჯერობით ეს ჩვენი პირველი პროექტია, რომელიც ამდენი ხნით არის გაჩერებული და ვერ ვახერხებთ სამუშაოების დაწყებას. ქალაქის მერიიდან ჩვენ მოგვივიდა გაფრთხილება, თუ რატომ ვერ ხდება წინასწარ განსაზღვრულ დროში სასტუმროს რეაბილიტაცია, თუმცა ეს ბარიერი ჩვენ არ შეგვიქმნია. კიდევ ერთხელ ვამბობ, დიზაინერებიც მყავდა ამ საქმეში ჩართული, თუ როგორ უნდა მოგვეწყო ფართები, და შექმნილმა პრობლემამ შეგვიშალა ხელი საქმის დაწყებაში. მოგვარდებოდა ეს ტექნიკური მხარე და მე ერთ კვირაში დავიწყებდი მუშაობას, თუმცა ახლა სულ სხვა კუთხით მომიწევს ბრძოლა“-განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ “გურიის მოამბესთან”.

იტვირთბა....