ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გია ცერცვაძე დღეს უკრაინის სახალხო დამცველს შეხვდება

ქართველი ვიცე პოლკოვნიკი, რომელიც პატიმრობიდან გუშინ გაათავისუფლეს, დღეს უკრაინის სახალხო დამცველს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ  გია ცერცვაძემ კიევის წინასწარი პატიმრობის იზოლატორი ღამით დატოვა.  მას საპატიმროსთან თანამებრძოლები და პოლიტიკოსები ელოდებოდნენ, რომლებიც ქართველ სამხედროს ოვაციებით შეხვდნენ.

მის გათავისუფლებას წინ  პროკურატურის გადაწყვეტილება უძღოდა, რომლითაც ცერცავძეს აღმკვეთი ღონისძიების ფორმა პატიმრობა ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით შეეცვალა.

ცერცვაძე გუშინ პროცესიდან უნდა გათავისუფლებულიყო, თუმცა ბიუროკრატიული მიზეზებით სასამართლოში საჭირო დოკუმენტის დაგვიანების გამო პროცესი 3 თებერვლისთვის გადაიდო.

 

იტვირთბა....