ანკარაში, ნატო-ს სამიტზე ჩასულ ევროპელ ლიდერებს გრავირებული პისტოლეტები და საბრძოლო ვაზნები აჩუქეს. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
გამოცემის ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტას გადასცა.
ევროპული საბჭოს წარმომადგენლის განცხადებით, კოშტას დაცვის ჯგუფმა იარაღი შესამოწმებლად წაიღო.
„ბელგიური პროცედურების დაცვით ჩავიტანთ მას ბელგიაში, შემდეგ კი ევროპული საბჭოს გენერალური სამდივნოს მიერ განსაზღვრული უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად შევინახავთ“, – განაცხადა ანტონიუ კოშტამ.
ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი დაარღვევს საჩუქრების ღირებულებაზე დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროპელმა ლიდერებმა ისინი პირადად შეინახონ.
სხვა ევროპელმა ლიდერებმა, რომლებმაც ასევე მიიღეს ცეცხლსასროლი იარაღი საჩუქრად, მათ შორის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, რობ იეტენმა საჯაროდ განაცხადეს, რომ თავიანთ იარაღს თურქეთში დატოვებენ, სადაც გააუვნებელყოფენ, ვიდრე მათ ქვეყნებში ჩაიტანენ.

