ევროპიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანა გრენლანდიასა და ირანზე იქნება დამოკიდებული, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებს განუცხადა.
დონალდ ტრამპის თქმით, ევროპიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
„ბევრი რამ იქნება დამოკიდებული გრენლანდიაზე. შესაძლოა, ეს გავაკეთო კიდეც. ასევე, ბევრი რამ ირანზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ტრამპმა.
ასევე, ტრამპმა აღნიშნა, რომ ახლა ევროპელ მოკავშირეებს ირანთან დაკავშირებით დახმარება სურთ, თუმცა უკვე გვიანია.
„როცა მათ დახმარების შანსი და შესაძლებლობა ჰქონდათ, მაშინ გადაწყვიტეს, რომ ეს არ გაეკეთებინათ. ახლა მათ დახმარება სურთ, მაგრამ ჩვენ ისინი არ გვჭირდება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

