კიევის სააპელაციო სასამართლოსთან სასამართლო პროცესის დაწყებას, უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის წევრებიც ელოდებიან.
ქართული ლეგიონის ხელმძღვანელის მოადგილე შოთა კედელაშვილის ინფორმაციით, მათ უკრაინის პროკურატურაში ოფიციალური დოკუმენტაცია უკვე შეიტანეს, რომლითაც დგინდება, რომ გია ცერცვაძე უკრაინის მხარეს ნამდვილად იბრძოდა და რუსული ოკუპაციის შეჩერებას ცდილობდა და ამ დოკუმენტს ხელს ოფიციალური პირები აწერენ.
„მოლაპარაკებებს უშუალოდ გენერალურ პროკურორთან ვაწარმოებდით. სიტყვიერი დაპირება იყო, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ჩვენ ოფიციალური დოკუმენტაცია წარვადგინეთ, რითიც ვამტკიცებთ, რომ 2014-2015 წლებში , როდესაც ქართული ლეგიონი ჯერ კიდევ არაოფიციალური შენაერთი იყო უკრაინის არმიაში, გია ცრცვაძე სპეციალურ ოპერაციებში იღებდა მონაწილეობას.
ჩვენ არ ვიცით შემდეგი სამხედრო მოსამსახურის ბედი რა იქნება. არ ვიცი დღეს რა შეიძლება შემემთხვას, არ ვიცი დღეს საქართველოს ხელისუფლებას ჩვენზე რა წარმოდგენა აქვს. არ გვაქვს გარანტია, რომ ჩემზე ან სხვა სამხედროებზე რუსეთის სპეცსამსახურებს ინფორმაციას არ გადსცემენ“,-განაცხადა შოთა კედელაშვილმა “რუსთავი 2”-თან საუბარში.