ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დევნილთა ნაწილს შესაძლოა სახელმწიფო შემწეობა მოეხსნას

დევნილთა ნაწილს შესაძლოა სახელმწიფო შემწეობა მოეხსნას.  ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, მოხდება დიფერენცირება და შემწეობა მხოლოდ იმ დევნილებზე გაიცემა, რომლებსაც ეს თანხა რეალურად ესაჭიროებათ.

უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ ამ ცვლილებებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა აცხადებენ, რომ რეფორმა აუცილებელია.

„ჩვენ გვინდა გავაკეთოთ გარკვეული დიფერენცირება, რომ დევნილთა შემწეობები იყოს ორიენტირებული იმ დევნილებზე, რომლებსაც მართლა სჭირდებათ დახმარება, რომლებიც მართლა სოციალურად გაჭირვებულები არიან და არა იმ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ მაღალი თანამდებობები, კარგი ხელფასი,“-განაცხადა სოზარ სუბარმა.

იტვირთბა....