ამერიკულ და ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპმა გასცა ბრძანება, რომ “პოლიტიკურ” ელჩებს, ობამას საპრეზიდენტო ვადის ამოწურვისთანავე, თანამდებობები დაეტოვებინათ.
The New York Times-ის ინფორმაციით, “პოლიტიკური” ელჩები თითქმის ყოველთვის ტოვებენ თანამდებობებს იმ პრეზიდენტების ვადის ამოწურვის შემდეგ, რომლებმაც ისინი დანიშნეს. თუმცა არსებობენ პროფესიონალი დიპლომატები, რომლებიც მთავრობების შეცვლის მიუხედავად, განაგრძობენ თავიანთი მისიების შესრულებას.
Новости-Грузия-ს ინფორმაციით კი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაუკავშირდა იან კელის შესახებ ინფორმაციისთვის, სადაც უპსუხეს, რომ “აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი – კარიერული დიპლომატია და მას ეს არ ეხება”.
იან კელი აშშ-ის დიპლომატიურ მისიას საქართველოში 2015 წლიდან ხელმძღვანელობს.