ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრი, სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს:
“იშვიათად არის ხოლმე, რომ ერთი თვის განმავლობაში ოთხი მინისტრი იყოს ისე უსიტყვოდ მოსახსნელი, როგორც ახლაა საქართველოში:
1. იუსტიციის მინისტრი – სტრასბურგში ჩაგდებული მოსამართლეების სიისთვის;
2. შსს მინისტრი – ცერცვაძის და მაისურაძის საქმეებისთვის და ყალბი სტატისტიკისთვის;
3. კალაძე – გაზპრომთან შეთანხმებისთვის;
4. ქუმსიშვილი – დედოლარიზაციის უაზრო და მავნებლური პაკეტისთვის.”-წერს კაპანაძე.