ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

იტალიაში ვერტმფრენი ჩამოვარდა: ბორტზე 6 ადამიანი იმყოფებოდა

იტალიაში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც 6 ადამიანი იმყოფებოდა – ინფორმაციას  აღნიშნულის შესახებ REUTERS-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენს თხილამურებით სრიალის დროს დაშავებული პირი საავადმყოფოში გადაჰყავდა, რა დროსაც ჩამოვარდა. ოფიციალური ინფორმაციით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

როგორც ცნობილია, შემთხვევა გრან სასოს მთებში, იმ სასტუმროდან  100 კილომეტრის მოშორებით მოხდა, სადაც რამდენიმე დღის წინ ზვავის ჩამოწოლის გამო სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

იტვირთბა....