BBC-ს ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, იმისთვის რომ ქვეყანამ ერვოკავშირიდან გასვლის პროცედურა დაიწყოს, მხოლოდ პარლამენტის თანხმობა სჭირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთავრობა Brexit-ის პროცესის დაწყებას მარტის ბოლომდე ვერ შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა 2016 წლის 23 ივნისს ისტორიული რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც მოსახლეობის 52%–მა ევროკავშირის დატოვებას ხმა მისცა, ხოლო მომხრე 48%-ი აღმოჩნდა.
ბრიტანეთი 43 წელი ამ კავშირში იმყოფებოდა. რეფერენდუმის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის პოსტზე დევიდ ქამერონი შს მდივანმა ტერეზა მეიმ შეცვალა.