ვიდეო მთავარი

ტრისტან წითელაშვილმა პირდაპირ ეთერში ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო (ვიდეო)

https://www.youtube.com/watch?v=vBleR0Vfe50

გია ცერცვაძის საქმეზე მიმდინარე დისკუსიის დროს, ტელეკომპანია „იბერიაში“ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა  პოლკოვნიკმა ტრისტან წითელაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა  აგენტურას სახით გრძელდება. მისი თქმით, არამხოლოდ ცერცვაძის, არამედ ყველას მონაცემები აქვთ.

 

გადაცემის დასასრულს, წითელაშვილმა პირდაპირ ეთერში ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და მაგიდაზე დადო:

 

“რა ტიპის იარაღი მაქვს და აი”.-განაცხადა მან.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, პროკურატურა უკრაინელ კოლეგებთან კომუნიკაციის გაგრძელებას გეგმავს, რათა არ მოხდეს გიორგი ცერცვაძის რუსეთში ექსტრადირება.

 

„საქართველოს მოქალაქის რუსეთის მხარისთვის გადაცემით დაირღვევა გიორგი ცერცვაძის ძირითადი უფლებები,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ქართველი ჯარისკაცი, გია ცერცვაძე, რომელიც რუსთავი 2-ის ინფორმაციით აფხაზეთის ომში, ასევე 2008 წელს, რუსეთის თავდასხმისას, საქართველოსთვის იბრძოდა, 1 კვირის წინ უკრაინაში დააპატიმრეს.

 

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, რუსეთიდან უკრაინაში გადაგზავნილ საქმის მასალებში წერია, რომ ქართველ ჯარისკაცს 2003 წელს რუსეთში ჩადენილი მკვლელობისთვის ეძებენ.

იტვირთბა....