ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მე ხელბორკილები მადევს”: რა უთხრა ვანო მერაბიშვილმა ოთარ კახიძეს

გიგა ბოკერიას გუნდის წევრი ოთარ კახიძე ვანო მერაბიშვილზე საუბრობს. მისი თქმით, ის არ აპირებს ამ პარტიულ დაპირისპირებაში მონაწილეობას, ვინაიდან ის რჩება საპატიმროში.

“ვანო მერაბიშვილმა მე მითხრა, როდესაც გავდიოდით ადამიანთა უფლებებების ევროპული სასამართლოს საქმეს, რომელიც 8 მარტს არის ჩანიშნული დიდი პალატის სხდომა. ვანომ განაცხადა, რომ იგი არ აპირებს ამ პარტიულ დაპირისპირებაში მონაწილეობას, ვინაიდან მას პოლიტიკურ პროცესში სრულფასოვნად ჩართვა არ შეუძლია, გამომდინარე იქედან, რომ ხელბორკილები ადევს და არის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი. ამიტომ მე არ ვაპირებ პოლიტიკური პატიმრის სახელით სპეკულირებას”, – განაცხადა კახიძემ ტელეკომპანია “პირველთან”.

იტვირთბა....