ომბუდსმენის განცხადებით, გიორგი ცერცვაძის მტრულად განწყობილი ქვეყნისთვის გადაცემა საქართველომ არ უნდა დაუშვას. სახელმწიფომ საკუთარი მოქალაქის დასაცავად ყველა ხერხი უნდა გამოიყენოს.
რაც შეეხება საქმეს, ომბუდსმენი პროცესების განვითარებას თვალს მაქსიმალურად მიადევნებს.
„ქართულმა სახელმწიფომ საკუთარი მოქალაქის უფლება ყველგან უნდა დაიცვას. ამიტომ, ცერცვაძის რუსეთისთვის გადაცემა დაუშვებლად მიმაჩნია. თუკი ამ ადამიანის მიმართ, რაიმე კითხვის ნიშნები არსებობს, მაშინ რეაგირება ქართულმა სასამართლომ უნდა მოახდინოს. ჩვენ დაინტერესებული ვართ და საქმეს ვსწავლობთ, გავრცელებული ინფორმაცია რეალობას რამდენად შეესაბამება“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.