ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

კოსტავას ქუჩაზე ავტომობილის დაჯახებას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელთან შუახნის მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იტვირთბა....