აშშ-ს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რეიგანის მიერ მიღებული კანონის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საერთაშორისო კლინიკებს მოუწოდებს, შეწყვიტონ აბორტები და მისი პროპაგანდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაფინანსებას ვერ მიიღებენ. ასევე, ეს კანონი იმ კლინიკებს მოიცავს, რომელთაც აბორტი ოჯახის დაგეგმვაში შეჰყვათ.
ინფორმაციას Washingtonpost ავრცელებს.
ტრამპის ამ გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ ქალთა უფლებების დამცველები და აღნიშნეს, რომ ამით ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ქალთა ფუნდამენტური უფლებები შეზღუდა.
აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპი აბორტის საერთოდ აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა, თუმცა მის განცხადებას საზოგადოების უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. მოგვიანებით, ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ში აბორტი კანონგარეშედ უნდა გამოცხადდეს. მისი თქმით, პასუხისმგებლობა არა ქალებს, არამედ, ექიმებს უნდა დაეკისროთ.