ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 24 – 29 იანვარს მოსალოდნელ ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.

სააგენტოს ცნობით, 24 იანვარს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და გორი – სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +8, +13, აღმოსავლეთ საქართველოში +2, +7 გრადუსი ქინება.

25 იანვარს, დღის ბოლოს საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო – დასავლეთიდან გავრცელდება ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, რის გამოც 26 – 29 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და 26 იანვარს +1, +6 გრადუსი იქნება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ქარბუქი.

27-29 იანვარს დაბლობსა და ბარში დღის საათებშიც შესაძლოა ტემპერატურის უარყოფითი მნიშვნელობები დაფიქსირდეს. ცივი და დროგამოშვებით თოვლიანი ამინდი თვის ბოლომდეა მოსალოდნელია.

იტვირთბა....