ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ზვიად ციკოლიას სურვილს მაქსიმალურ თანადგომას გავუწევთ”

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ქართველ დიზაინერ ზვიად ციკოლიას დახმარება აღუთქვა:

 

“მინდა, მივესალმო ინტერესს, რომელიც ბოლო დღეებში გამოთქვა მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა, ზვიად ციკოლიამ. მან გამოთქვა სურვილი, რომ  პროგრამის ფარგლებში “აწარმოე საქართველოში”  შექმნას საწარმო და ჩვენ სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ პროგრამის ფარგლებში მაქსიმალური თანადგომა გავუწიოთ ამ პროექტს და მაქსიმალური სარგებელი მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ ჩვენი ნიჭიერი მოქალაქეებისგან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოღვაწეობენ”, – აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, ზვიად ციკოლიამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე განაცხადა, რომ საქართველოში საწარმოს გახსნის გეგმა ჰქონდა და  იმედი გამოთქვა, სამთავრობო მხარდაჭერას მიიღებდა:

“5 მილიონს ვიხდით აეროსმიტში.
2.5 მომეცით და წარმოებას გავაკეთებ და დავასაქმებ ხალხს.
ექსპორტზე გავიტან პროდუქციას და ჩინურ-თურქულ პროდუქციას ნელნელა ადგილობრივით ჩავანაცვლებ”-წერს ციკოლია.

იტვირთბა....