ახალი ამბები კრიმინალი მთავარი მსოფლიო

ახალი დეტალები იტალიაში ნაპოვნ საქართველოს მოქალაქის ცხედარზე

იტალიაში ნაპოვნი საქართველოს მოქალაქე 45 წლის მამაკაცია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ცხედარი  ქალაქ ბარის ერთ-ერთ სკვერში, სკამზე აღმოაჩინეს. მას ბეჭის არეში ჭრილობა აღენიშნება, რაც ცეცხლსასროლი, ან ბასრი იარაღით არის მიყენებული. ერთ-ერთი ვერსიით, ადგილზე ქართველების ჯგუფი იმყოფებოდა, რომელთა შორისაც შელაპარაკება მოხდა, რასაც მკვლელობა მოჰყვა. ადგილობრივი სამართალდამცველების თქმით, სამხილები იმაზეც მიუთითებს, რომ მკვლელობა სხვაგან მოხდა და ცხედარი ცენტრალურ მოედანზე დანაშაულის დაფარვის მიზნით მიიტანეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით,  გარდაცვლილის ოჯახი იტალიაში საქართველოს საკონსულოს შესაბამისი განცხადებით მიმართავს, რის შემდეგაც, სამშობლოში გადმოსვენების პროცედურები დაიწყება.

იტვირთბა....