ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნიკა მელია ვანო მერაბიშვილთან ციხეში მივიდა

”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ვანო მერაბიშვილთან შესახვედრად #9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.
ნიკა მელიასა და ვანო მერაბიშვილის შეხვედრის მთავარი თემა მერაბიშვილის მიერ პარტიის გენერალურ მდივნობასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებაა.
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლამდე ნიკა მელიას კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ ენმ-ს ყრილობაზე გენერალური მდივნის თანამდებობაზე ვანო მერაბიშვილი დატოვეს, რაზეც ყოფილმა შს მინისტრმა ციხიდან განცხადებით უპასუხა, რომ ეს მის პოზიციას არ ასახავს.

იტვირთბა....