ახალი ამბები ვიდეო კრიმინალი მთავარი სამართალი

„დედის სიკვდილზე ვფიქრობ, რომ იმსახურებდა“: ამონარიდი ბრალდებული შვილის ჩვენებიდან (ვიდეო)

კიდევ ერთი ეჭვმიტანილი საზარელ მკვლელობაში

https://www.youtube.com/watch?v=ZVg4BJhvv_Y

ე.წ. რიტუალური მკვლელობის საქმეზე „იმედის დრომ“ სიუჟეტი მოამზადა. პროკურორის განცხადებით, არის ფაქტები, სადაც საუბარია ბრალდებულ ირმა ყოჩიაშვილის მამაზე და მის მოშორებაზეც. – პროკურორის ამ განცხადებას ორივე ბრალდებული უარყოფს.

დედის მკვლელობაში ბრალდებულ ირმა ყოჩიაშვილს „იმედის დრო“ დაუკავშირდა. მისი განცხადებით, შვილის სასამართლო პროცესის ჩანაწერი არ უნახავს:

„არ მინახავს ცუდად ვიყავი. ვიცი რა შეკითხვებიც გექნებათ და ამისთვის მზად არ ვარ…“ – განაცხადა ომარ ყოჩიაშვილმა.

ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ირმა ყოჩიაშვილს არაფსიქოზური ფსიქიკური აშლილობა აღენიშნება. ეს ბრალდებულის ჩვენებების მიხედვით და მასზე დაკვირვებით მომზადდა.

ირმა ყოჩიაშვილის ჩვენებაში წერია:

„ბავშვობაში მქონდა ასეთი აზრი, რომ მოვკლავ და თავს მოვიკლავ თქო. დედის სიკვდილზე ვფიქრობ, რომ იმსახურებდა. სიცოცხლეში ვერ დაინახა ჩემი სიკარგე. ისეთი შვილი ჰყავდა, რომ უნდა დაენახა მისი სულიერი სამყარო. არ ვიცოდი ამხელა სასჯელი თუ მოჰყვებოდა. მორალურად ეს საქციელი გამართლებულია. დახვრეტა რომ ყოფილიყო, არ ვიზამდი, არ ვიზამდი იმიტომ, რომ ამხელა სასჯელი ასცდენოდა ბექას. (ბექა შენგელია, მკვლელობაში ბრალდებული). „

ირმა ყოჩიაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მას აქვს ფსიქიკური ნაკლი:

„მას აქვს გარკვეული ფსიქიკური ნაკლი, მაგრამ სისხლის სამართლის პასუხისგებლობისთვის არის აბსოლუტურად შერაცხადი.“

ადვოკატი ამ საქმის საჯარო განხილვის წინაღმდეგია, რადგან სურს, რომ პროცესი მშვიდობიან რეჟიმში ჩატარდეს და ბრალდებულის უფლებები არ დაირღვეს.

ბექა შენგელიას ადვოკატის განცხადებით, ფარულ ჩანაწერში ასევე საუბარია ვინმე ლუკაზე, რომლის ვინაობაც ჯერ არ არის დადგენილი.

ლუკა, რომელსაც ბრალდებულები ფარულ ჩანაწერში ახსენებენ და ჯერ დადგენილი არ არის, შესაძლოა მკვლელობის მეექვსე ბრალდებული გახდეს.

მკვლელობაში ბრალდებულად არასრულწლოვანიც სცნეს, რომლის საქმეც ცალკე წარმოებად გამოეყო. ასევე, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულის საქმეებიც ცალკეა გამოყოფილი.

თავდაპირველად საქმეს რიტულაური მკვლელობის კლასიფიკაცია მიეცა, თუმცა ეს წოდება შემდეგ აღარ გაუმეორებიათ.

საქმის არსებითი განხილვა 30 იანვარს დაიწყება და უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე სხდომის დახურვაზე.

შეგახსენებთ, რომ 70 წლამდე ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 5 პირი. დაკავებულთაგან ერთი – 18 წლის გოგონა მოკლულის შვილია, მეორე – გოგონას შეყვარებული, დანარჩენი 3 პირი კი – მათი მეგობარი.

 

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულთაგან სამმა პირმა 70 წლამდე ქალი ელექტროშოკით გაგუდა, შემდეგ დანა ჩაარტყა, მოკლა და დაანაწევრა, ამის მერე კი დანაწევრებული გვამი გლდანში მდებარე გაუქმებულ ნაგავსაყრელზე ორი ჩანთით გაიტანეს, ბენზინი გადაასხეს და დაწვეს. ერთ-ერთი ვერსიით შესაძლოა საქმე კანიბალიზმთანაც გვქონდეს. გამოძიებამ დანაშაულის ნივთმტკიცებად სხვა ნივთებთან ერთად, ქვაბი, ტაფა და სამხარეულოს სხვა მოწყობილობები.

იტვირთბა....