გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
23 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში მცირე ნალექი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა +3, +8 გრადუსი იქნება.
24 იანვარს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა.
25 იანვარს, დღის ბოლოს, საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელდება ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, რის გამოც 26-29 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა იქნება +1, +6 გრადუსი.