ჩილეში მასშტაბურ ცეცხლს უკვე ერთი კვირაა ვერ აქრობენ. ხელისუფლებამ ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ცეცხლი 63 ათასი ჰექტარის მიწის ფართობს უკიდია, აღმოჩენილია 70 კერა, თუმცა მაშველები მის ჩაქრობას ძლიერი სიცხისა და ქარის გამო ვერ ახერხებენ, ცეცხლი კი სხვა ტერიტორიებს სწრაფად ედება. სტიქიის შედეგად 200 ადამიანია დაშავებული, გადამწვარია 40-მდე სახლი. ჩილეს პრეზიდენტმა დახმარება ფრანსუა ოლანდს სთხოვა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით სანტიაგოში იმყოფება.