განათლების და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, უფროსი მასწავლებლის სტატუსის შემოღების საკითხს სამშაბათს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ. მინისტრი იმედოვნებს, რომ ამ სტატუსის მატარებელი უკვე წელს ათასობით ადამიანი გახდება, რაც მათ ანაზღაურებაზეც აისახება. ჯეჯელავას ინფორმაციით, სისტემაში სხვა ცვლილებებიც განიხილება, მათ შორის საგამოცდო პროცესის დეტალები.
„ცვლილებები უკვე ცნობილია, პედაგოგიური უნარების გამოცდა დაბრუნდა ორივე გამოცდაში უქმდება ბარიერი, ემატება დამატებითი აქტივობები, რომელიც მაქსიმუმ 5 კრედიტის მიღების საშუალება იქნება. მართალია საქმე არ გამარტივებულა, მაგრამ მინდა ყველა დავარწმუნო, რომ პედაგოგებისთვის ეს გამოცდა უფრო მრავალფეროვანი და მიმზიდველი იქნება. იმედი მაქვს, რომ ამ წელს ძალიან ბევრი პედაგოგი შეძლებს უფროსი მასწავლებელი გახდეს. ყველა ამ მასწავლებელს კი ანაზღაურება გაეზრდება“-განაცხადა მინისტრმა.