საქართველოს „რესპუბლიკურმა პარტიამ“ პოლიტიკურ მდივნად თამარ კორძაია აირჩია. ეს გადაწყვეტილება პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა მიიღო და არჩევანი კორძაიაზე გააკეთა. აქამდე ამ თანამდებობას დავით ბერძენიშვილი იკავებდა. აღმასრულებელ სამდივნოში ცვლილებებს ეროვნული კომიტეტის წევრებმა უყარეს კენჭი.
„რესპუბლიკური პარტიის“ წესდების მიხედვით, პოლიტიკური მდივანი თავმჯდომარის შემდეგ პარტიაში მეორე თანამდებობის პირია. ეროვნული კომიტეტი, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის ხელმძღვანელობით, ხვალაც გააგრძელებს მუშაობას.