ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისში პროექტის ფარგლებში დარგული მარადმწვანე მცენარეების 90%-ი გამხმარია

თავისუფალი საქართველოს ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი  გოგი წულაია ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში დარგული მარადმწვანე მცენარეების 90%-ი გამხმარია. ის ქალაქში ტენდერის შედეგად არასათანადოდ ჩატარებული სამუშაოების შესწავლას და პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს. საუბარია ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციაზე, რომელიც კერძო კომპანიამ განახორციელა.

მერიის პრესსამსახურში კი განმარტავენ, რომ პროექტი მუნიციპალიტეტს ჯერჯერობით არ ჩაუბარებია.კონტრაქტორ კომპანიაში კი აცხადებენ, რომ  მცენარეები გაზაფხულზე გაიღვიძებენ.

იტვირთბა....