ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ კონჭკათში, “ლიბერთი ბანკის” ფილიალი გაქურდეს. ბანკის ფილიალი სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში იყო განთავსებული. ბანკიდან ქურდებმა 28 ლარი წაიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო-საგამომძიებლო ღონისძიებები. ამის შესახებ ინფორმაციას “გურია ნიუსი“ ავრცელებს.