ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩვენ გვჭირდება მასწავლებლები, რომლებიც ბავშვებს სიმკაცრის გარეშე ასწავლიან-ჯეჯელავა

ალექსანდრე ჯეჯელავა ამბობს, რომ  თუ ბავშვებს პედაგოგები არ ეყვარება, ისინი აღნიშნულ თანამდებობაზე აღარ დარჩებიან. მინისტრის თქმით, მას სჭირდება  ისეთი პედაგოგები, რომლებიც მოსწავლეებს  სიმკაცრისა და დაძალების გარეშე  ასწავლიან.

“ზედმეტი სიმკაცრე და მოთხოვნა  მოსწავლეს სწავლას აძულებს. ბავშვს თუ მასწავლებელი არ უყვარს, არაფერი გამოვა. ძალიან მომთხოვნი მასწავლებლები ვიცი, ტყავს რომ აძრობენ მოსწავლეებს, მაგრამ მთელ კლასს უყვარს.

ამიტომ თქვენი ამოცანაა, რომ ეს პრობლემა მოაგვაროთ. მე თუ არ ვეყვარები ბავშვებს და მშობლებს, აღარ ვიქნები ამ თანამდებობაზე და თუ არც თქვენ – მასწავლებელი არ ეყვარებით მოსწავლეებს, აღარც თქვენ  იქნებით ამ თანამდებობაზე”,- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ ბათუმში მასწავლებლებთან შეხვედრაზე.

შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, ინგა შამილიშვილთან ერთად, ბათუმის N 3 საჯარო სკოლაში პედაგოგებს შეხვდა. მინისტრმა თავისი ხედვა და სამომავლო გეგმები  პედაგოგებს გააცნო და მათგან განათლების მიმართულებით მიმდინარე რეფორმების შეფასებები მოისმინა.

იტვირთბა....