ნიკა მელიას განცხადებით, ის მომავალ კვირას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვანო მერაბიშვილის ნახვას აპირებს. მისაი თქმით, თუ ვანო მერაბიშვილი თანამდებობაზე უარს იტყვის, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული
ასე გამოეხმაურა ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ვანო მერაბიშვილის განცხადებას.
ნაციონალური მოძრაობის” ამჟამინდელი გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი კი ამბობს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივნად არჩევაზე თანხმობა არ განუცხადებია. ამის შესახებ ინფორმაცია ვანო მერაბიშვილის ”ფეისბუქ” გვერდზე გავრცელდა.
”მინდა გაცნობოთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამართულ ყრილობაზე, პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე მე თანხმობა არ განმიცხადებია”, -წერს ვანო მერაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილი პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობაზე დარჩა, თუმცა ვიდრე პატიმრობაში იქნება, მის უფლებამოსილებას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია შეითავსებს.