ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტრამპის ინაუგურაციის დროს 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დროს, სადაც პარალელურ რეჟიმში საზოგადოების საპროტესტო აქცია იმართებოდა, პოლიციამ 200-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

ვაშინგტონში საპროტესტო აქციაში, რომელიც ქალაქის ცენტრში გაიმართა, ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ისინი სკანდირებდნენ „არა ტრამპს“. ზოგიერთი მათგანი აგრესიულად იქცეოდა.

 

აქციის მონაწილეებმა ვაშინგტონის ცენტრში მდებარე მაღაზიებისა და კაფეების მინები დაამსხვრიეს. ქალაქის პოლიციის წარმომადგენლის თქმით, აქციის ზოგიერთი მონაწილე  ჩაქუჩებით იყვნენ შეირაღებულები. პოლიციამ აქციის ყველა აგრესიულად განწყობილი მონაწილე დააკავა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა.

იტვირთბა....