საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, მას დღეს გამართულ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე, პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე თანხმობა არ განუცხადებია.
„მინდა გაცნობოთ, რომ დღეს გამართულ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე, პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე მე თანხმობა არ განმიცხადებია“, – აცხადებს მერაბიშვილი.
მისი პოზიცია ფეისბუქში, მერაბიშვილის პირად გვერდზე განთავსდა.
იტვირთბა....