„თქვენ გემახსოვრებათ ისეთი სახელები, როგორიც არის ატმორი, ტურბო…“
„ჩვენი პარტია არ არის გარკვეული პირების ელიტური გუნდი, პატარა ჯგუფის საკუთრება. ნაციონალური მოძრაობა პირველ რიგში ემოციაა“, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ენმ-ს მხარდამჭერებს სპორტის სასახლეში, სკაიპით ჩართვისას განუცხადა:
„ჩემო თანამებრძოლებო, ივანიშვილის გეგმა ნაციონალური მოძრაობის გაქოცების, დამარცხდა. ეს მისი პირველი მარცხია 2012 წლის შემდეგ. მის ტვინამდე ვერ მივდა, რა გვამოძრავებს, რატომ არ ვშინდებით. ოლიგარქებს არ ესმით რას ნიშნავს ნამდვილი პარტია. ეს არის პარტია, რომელიც შეიქმნა მაშინ, როცა საქართველოს შევარდნაძის მთავრობა ძიძგნიდა. ჩვენ მათ ბრძოლა გამოვუცხადეთ, ჩვენც ყველა გვებრძოდა – არც ქურდების გვეშინოდა, არც პატარკაციშვილის კლანის, არც -ასლან აბაშიძის. ჩვენ ვართ პარტია, რომელმაც რეფორმები განახორციელა. ახლა ლევან ვარშალომიძე მიზის გვერდით, და ჩვენ ვართ პარტია, რომელმაც აჭარა გაათავისუფლა. ჩვენ ვართ პარტია, რომელმაც ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა.
გაიხსენეთ, როგორ შევდიოდით პარლამენტში ვარდით ხელში, როგორ შევდიოდით აჭარაში-მოაგროვეთ პირადი მოგონება. როგორ გადავარჩინეთ 2008 წელს ასიათასიანი ჯარის შემოსევისგან საქართველო, როგორ შევაჩერეთ რუსეთი კართან. რამდენი რამე გვაქვს მოსაყოლი ჩვენი შვილებისთვის.
თქვენ გემახსოვრებათ ისეთი სახელები, როგორიც არის ატმორი, ტურბო და ა.შ. თქვენ ხართ ის თაობა რომელიც ამას მოესწრო და თქვენ ხართ ის თაობა, რომელმაც უნდა გადაარჩინოთ ივანიშვილის რეჟიმისგან ქვეყანა.
ეს არის მოძრაობა, რომელიც მხოლოდ გამარჯვებისკენ მიდის.
მაქვს პირადი ამბიცია საქართველო თითით საჩვენებელი იყოს.
ჩვენი პარტია არ არის გარკვეული პირების ელიტური გუნდი, პატარა ჯგუფის საკუთრება. ნაციონალური მოძრაობა პირველ რიგში ემოციაა. როგორც იდეალები არ იყოფა, ისე არ იყოფა ნაციონალური მოძრაობა. ხემ რომ კარაგად გაიხაროს, მას პერიოდულად გასხვლა სჭირდება, რათა ახალს და სიცოცხლისუნარიანს გაეხნას გზა. ამიტომ არ იცვლება პარტია იმ ადამიანებით, რომლებიც უერთდებიან და აკლდებიან.
ნაციონალური მოძრაობა ივანიშვილის მხრიდან დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. დაინახეთ სად არის ინტელექტი და ნიჭი. თუ რაოდენობაზე მიდგა საქმე, ჩვენი პარტია მისი წევრების მრავალრიცხოვნებით იზომება.
დღევანდელ ყრილობაზე იწყება პარტიის ნამდვილი განახლება.
რუსმა ოლიგარქმა საქართველო თავის შ.პ.ს-დ აქცია. ოლიგარქის, რომელიც გაუნათლებელია, ტლუ, საქართველოს მტერია, მის პირად ახირებებს და ბოღმას ეწირება ქვეყანა. ზის თავის ბრონირებულ კოშკში და ერთობა ხეების გადარგვით, პოლიტიკოსებით თამაშით და ზვიგენით. ჩვენ ტერიტორიაზე ივანიშვილის შ.პ.ს. საქართველო ფუნქციონირებს. ამიტომ ჩვენი მიზანი ნათელია – გავაუქმოთ ივანიშვილის შ.პ.ს საქართველო და ქართული სახელმწიფოებრიობა აღვადგინოთ.“ – განაცხდა სააკაშვილმა.
პარტიის რიგით მეშვიდე ყრილობა სპორტის სასახლეში იმართება. ყრილობას მთლიანობაში 9 000 ადამიანი ესწრება.
ყრილობაზე პარტიის პოლიტსაბჭო დაკომპლექტდება, რომლის თანათავმჯდომარეებს ყრილობა აირჩევს. უკვე ცნობილია, რომ პოლიტსაბჭოს ორი თანათავმჯდომარე – ნიკა მელია და ზაზა ბიბილაშვილი ეყოლება.
ყრილობაზე პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობას და ასევე, სხვა მმართველობით თანამდებობების პირებს აირჩევენ.