“მშობლებს მივმართავ – გააფრთხილონ და გააკონტროლონ ახალგაზრდები,” – ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატი სოსო მანჯავიძე სოციალური ქსელის პირად გვერდზე წერს:
“ბოლო კვირის განმავლობაში, როგორც მითხრეს, ექვსი ახალგაზრდა შეიწირა ე.წ. “წვეთოვანმა ბიომ”. ცოდვის კალო ტრიალებს მათ ოჯახებში, საშინელებაა, რაღაც უნდა ვიღონოთ ყველამ ერთად.
მშობლებს მივმართავ – გააფრთხილონ და გააკონტროლონ ახალგაზრდები.
რაც შეეხება ამ შხამების მწარმოებლებს, შემომტანებს, დამკრიშავებს და ყველა ცივსისხლიან გარეწარს, ვინც ახალგაზრდებს სასიკვდილოდ წირავს საკუთარი გამდიდრებისთვის – ჯოჯოხეთს აქვე ვანახებდი, ჩემი ნება რომ იყოს”, – წერს მანჯავიძე.