ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

რუსთავში სავარაუდოდ ხუთმა ქალმა აფთიაქი გაძარცვა

5-მა ქალბატონმა რუსთავში „იმპექსის“ ფირმის აფთიაქი გაძარცვა, -ინფორმაციას „inforustavi.ge“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით,  აფთიაქების ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის ლელა ლეჟავს ინფორაციით, ქალბატონები აფთიაქში დღის პირველ ნახევარში იმყოფებოდნენ. წაღებულია 1000 ლარამდე ღირებულების პარფიუმერია და ჰიგიენური საშუალებები. ფაქტი აფთიაქში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. „ჩვენთვის არსებული ინფორმაციით, ქალბატონები ამ დროისთვის იდენტიფიცირებულები არიან, მათი ასაკი 30-დან 35 წლამდე მერყეობს.“-წერს სააგენტო.

 

როგორც „მეტრონომს“ შსს-ს პრეს-სამსახური განუცხადეს, შემთხვევა 10 დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაცია, რომ ძარცვა 5 ქლაბტონის მიერ მოხდა, არაზუსტია და ძიება მიმდინარეობს. ასევე, შსს-ს ცნობით, ინფორმაცია, რომ 1000 ლარამდე ღირებულების პროდუქციაა წაღებული, მცდარია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხობს.

იტვირთბა....