„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა დაიწყო. ამ წუთებში სპორტის სასახლეში პარტიის წევრები და მხარდამჭერები იკრიბებიან. როგორც ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, ის „ნაციონალურ მოძრაობას“ უერთდება.
ყრილობას ენმ-ს სხვა წევრებთან ერთად, ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაც ესწრება.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობის მონაწილეებს დღეს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის წევრები ავრცელებენ.
პარტიის რიგით მეშვიდე ყრილობა სპორტის სასახლეში იმართება. ყრილობაზე დასასწრებად 7 136 დელეგატი უკვე რეგისტრირებულია.
ყრილობას მთლიანობაში 9 000 ადამიანი დაესწრება.
ყრილობაზე პარტიის პოლიტსაბჭო დაკომპლექტდება, რომლის თანათავმჯდომარეებს ყრილობა აირჩევს. უკვე ცნობილია, რომ პოლიტსაბჭოს ორი თანათავმჯდომარე – ნიკა მელია და ზაზა ბიბილაშვილი ეყოლება.
ყრილობაზე პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობას და ასევე, სხვა მმართველობით თანამდებობების პირებს აირჩევენ.