ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„პარტიაში გადატრიალება მოხდა“: „მერაბიშვილი პარტიიდან უნდა გაირიცხოს“

 

“ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი გიორგი ხმელიძე პარტიის რიგებიდან ვანო მერაბიშვილის ჩამოშორების მომხრეა. მისი თქმით, პარტიაში გადატრიალება მოხდა და გენერალური მდივანი დუმს, ამიტომ ის პარტიიდან უნდა გაირიცხოს.

”მერაბიშვილმა ამდენი ხანი თავისი აზრი არ დააფიქსირა… მაშინ მე ვიტყვი, რომ ჩემი აზრით, რაშიც დარწმუნებული ვარ მერაბიშვილი უნდა ჩამოშორდეს ნაც.მოძრაობას, დღეს მარაბიშვილის  პარტიაში ყოფნა საერთო საქმისთვის არანაირ პოზიტიურ როლს არ თამაშობს. პირიქით, ნეგატიურია, მითუმეტეს მაშინ როცა  ძველებიდან ფაქტიურად აღარავინ დარჩა. აქამდე რატომ არაფერი არ თქვა, რა პოზაა ეს? პარტიაში ფაქტიურად გადატრიალება მოხდა და იგივე პარტიის გენერალური მდივანი სდუმს, რა ქვია ამას???”, – წერს ხმელიძე.

შეგახსენებთ, რომ  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ  ვანო მერაბიშვილი პარტიულ დაპირისპირებაში  მონაწილეობას  არ აპირებს.  რაც შეეხება ”ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის პოსტზე მერაბიშვილის დარჩენა-არდარჩენის საკითხს, კახიძის თქმით, ამას 20 იანვარს დაგეგმილი ყრილობა გადაწყვეტს.

 

 

იტვირთბა....