ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, მანდატურს ბრალად სკოლის მოსწავლის გააუპატიურება დაედო

„მაესტროს“ ჟურნალისტის განცხადებით, იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, მანდატურმა სკოლის მოსწავლე გააუპატიურა. როგორც რეგიონში მცხოვრებლები ჰყვებიან,  მანდატური 40 წლისაა და რამდენიმე წელია სკოლაში მუშაობს, დაზარალებული კი, ერთი წლის წინ გადავიდა ამ სკოლაში და ის 15 წლისაა.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ადასტურებს. უწყებაში აცხადებენ, რომ მანდატური უკვე გათავისუფლებულია სამსახურიდან.

უწყება გამოძიების დასრულებას ელის.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს.

თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახს მამაკაცთან პრეტენზია არ აქვს და 40 წლის მამაკაცი 15 წლის გოგონას ცოლად მოყვანას გეგმავს. დაუზუსტებელი ცნობით,  15 წლის მოზარდი ორსულადაა.

იტვირთბა....