ქურდს ქუდი ეწვისო- ასე ეხმაურებიან ენერგეტიკის მინისტრის გუშინდელ განცხადებას “ლეიბორისტულ პარტიაში”. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა ამბობს, რომ “გაზპრომთან” გაფორმებული კონტრაქტი ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგაა მიმართული.
„კახი კალაძის გუშინდელი ისტერიული განცხადებები მოწმობს იმაზე, რომ მათ ჩადენილი აქვთ სახელმწიფოს წინაშე დანაშაული. ქურდს ქუდი ეწვისო, სწორედ ასეა, რადგანაც იმ შემთხვევაში, რომ არ ჰქონდეთ ჩადენილი დანაშაული, ანუ ისეთ ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილი, რომელიც მიმართულია ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ,“ – აცხადებს გიორგი გუგავა.