ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

76 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულის დედა: “საკუთარმა შვილმა დედა მოკლა, ხოლო შემდეგ, დანაშაულის ადგილზე ბექა შენგელია მივიდა”

ე.წ რიტუალურ მკვლელობაში, კერძოდ, 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ბექა შენგელიას დედა ირმა გაბრიელაშვილი გამორიცხავს, რომ მისი შვილი დამნაშავეა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იბერიას” განუცხადა. მისი თქმით,  ბექა შენგელია დანაშაულის დაფარვაშია თანამონაწილე და არა მკვლელობაში.

შენგელიას დედის განცხადებით, 76 წლის ქალი საკუთარმა შვილმა, ირმა ყოჩიაშვილმა მოკლა, ხოლო შემდეგ, დანაშაულის ადგილზე ბექა შენგელია მივიდა.

ირმა გაბრიელაშვილის მტკიცებით, გოგონამ დედობილის მკვლელობა ადრეც სცადა და მაშინ ქალს ჭრილობები მან დანით მიაყენა.

იტვირთბა....