ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შსს-ს გიორგი ჯახუას არა როგორც სასულიერო არამედ სამოქალაქო პირის ბინის ჩხრეკის ფაქტს ადასტურებს

მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს დედათა მონასტრის დიაკონ გიორგი ჯახუას საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცველებმა კანაფი და იარაღი ამოიღეს. ამის შესახებ თავად სასულიერო პირი საუბრობს. როგორც დღეს, ქუთაისში „გირჩის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე დიაკონმა განაცხადა, ჩხრეკა მის სახლში 17 იანვარს ღამის საათებში ჩატარდა. სასულიერო პირი ამბობს, რომ კანაფს დაავადების სამკურნალოდ იყენებდა.

“c ჰეპატიტი, B კატეგორიის დიაბეტი, ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე და ხოლეცისტიტი მაქვს, ამიტომ ვიყენებ კანაფს. წამალს საერთოდ არ ვხმარობ”, – განუცხადა ჟურნალისტებს დიაკონმა, რომელიც პოლიციას უფლებამოსილების გადამეტებაშიც ადანაშაულებს. გიორგი ჯახუას თქმით, პოლიციელებმა შენახული კანაფის წინ დააყენეს, და “სელფის” გადაღება აიძულეს.

“დაიწყეს ქილიკით ლაპარაკი, გარდერობის ნივთების მორგება, გამომძიებელმა შლაპა დაიხურა, “მევასებაო”. განყოფილებაში წაყვანამდე მცენარეებთან სურათების გადაღება დაიწყეს, მერე მეც დამიძახეს, ჩემთან მოდიო, ხელი გადამხვიეს და კანაფის ფონზე “სელფები” გადაიღეს,” – აღნიშნავს ჯახუა.

რაც შეეხება იარაღს, სასულიერო პირის თქმით, ის ანტიკვარულია- “ანტიკვარი იარაღი მქონდა. ჩემი ბავშვები თამაშობდნენ. პოლიციელებმა კი ჯიბეში ჩაიდეს და წაიღეს”, – განაცხადა გიორგი ჯახუამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნინო ცხადაძემ “მეტრონომთან” საუბრისას დაადასტურა, რომ სოფელ სალხინოში სამოქალაქო და არ სასულიერო პირის ბინის ჩხრეკისას, პოლიციამ ნარკოტიკული საშუელბის შემცვლელი მცენარე ამოიღო. ცხადაძე სამართალდამცავების მხრიდან იარაღის ბინიდან წაღებას არ ადასტურებს. პირის მიმართ საქმე აღძრულია 260-ე მუხლით, რაც ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შენახვა მოხმარებას გულისხმობს. შსს-ში ჯახუას ბრალდებებს უარყოფენ.

იტვირთბა....